ე.წ. რუსული სამყაროს იდეოლოგი და კრემლთან დაახლოებული ულტრანაციონალისტი პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციას საკუთარ ტელეგრამ არხზე ორი პოსტით გამოეხმაურა.
დუგინის მტკიცებით, საქართველოში "გლობალისტებს" რევოლუციის მოწყობა სურთ. მისივე თქმით, რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში უკან იხევს და ვლადიმირ პუტინის გარემოცვას ამ ფაქტის წინააღმდეგ მოქმედებას სთხოვს.
"საქართველოში ყველაფერი, სამწუხაროდ, ნაწინასწარმეტყველებია. გლობალისტები ხედავენ, როგორ გამოსდით ჩვენთვის მოგება პოსტსაბჭოთა სივრცეში და საქართველო მათი ტრენდიდან აშკარად ამოვარდნილია. მას არანაირად სურს რუსეთთან ომი, შესაბამისად, დროა ფერადი რევოლუციისთვის.
ახლა ძალიან გვჭირდება წარმატების ისტორია. პოსტსაბჭოთა სივრცეში და არამხოლოდ. უბრალოდ წარმატების ისტორია. ნათელი და ხელშესახები.
აი, როგორც გინდათ, ისე მოიქეცით. პუტინის გარშემო ბევრი ადამიანი სარგებლობს საკუთარი მდგომარეობით. ახლა ამ მდგომარეობაზე პასუხისგების დროა.
წარმატების ისტორია სტუდიაში. ან სტალინს და დაგვატეხთ თავზე, საკუთარ ( და ჩვენს) თავებზეც." - წერს დუგინი.
დუგინმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიაში არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობას აუმჯობესებს, რასაც მათ "არ აპატიებენ". მისივე თქმით, "დროა" ვიღაც "ცუდ დღეში" ჩავარდეს.
"საქართველო - სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც ბოლო პერიოდში უკეთ ვართ და არა უარესად. და ამას არც მათ და არც ჩვენ არ გვაპატიებენ. დროა ვიღაცა უარეს დღეში ჩავარდეს. და ოპერატიულად, ძალიან, რათა ვიღაც უარეს დღეში ჩავარდეს. მტრები, რა თქმა უნდა." - დაწერა დუგინმა.





