ხმა მივეცი უსამართლობის, ძალადობის, კორუფციის წინააღმდეგ. ამავე დროს ხმა მივეცი მშვიდობიან ცვლილებებს, საქართველოს ევროპულ მომავალს, გონიერ, ზომიერ პოლიტიკას და პოლიტიკოსებს, თბილისს და საქართველოს კორუფციის გარეშე და, რა თქმა უნდა, საქართველოს ევროპულ მომავალს.
რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მთავარი არის, რომ დღევანდელმა დღემ ჩაიაროს მშვიდობიანად, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ სწორედ იმიტომ მიიღო არჩევნენის გზით ოცნების დამარცხების გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკური ცვლილებები გადის არჩევნებზე, გადის მშვიდობიან ცვლილებებზე. რა თქმა უნდა, დღეს საზოგადოებაში არის დაკვეთა სერიოზულ, მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებებზე, მაგრამ ამ ცვლილებებს ფასი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ცვლილება განხორციელდება მშვიდობიანად. […]
კამერები, ნუ იქნება ერთ-ერთი ინსტრუმენტი ზოგადად გაკონტროლების. აქამდე უკვე, ნუ ჯერ მხოლოდ 2 საათია გასული საარჩევნო უბნების გახსნიდან, ჩვენ ვიცით რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დაფიქსირდა 2 ბიულეტენის გაცემა და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ სრულად მობილიზებული როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.





