დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. თავისუფალი არჩევნები, რომელიც უკანასკნელ პერიოდში განუხრელად მიმდინარეობს საქართველოში, დღესაც ასეთი ერთ-ერთი საინტერესო არჩევნებია და ძალიან მნიშვნელოვანი. ქართულმა ოცნებამ, ჩვენმა პარტიამ, საშუალება მისცა საზოგადოებას თავისუფალი არჩევნები გააკეთოს ისევე, როგორც თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ბიზნესის და თავისუფალი ცხოვრების დაფუძნება მოვახერხეთ უახლოეს ბოლო წლებში.
13 წელიწადია მოგეხსენებათ, რაც ქართული ოცნება ხელისუფლებაშია. ჩვენ ყველა მიმართულებით შთამბეჭდავ წარმატებებს მივაღწიეთ საზოგადოებასთან ერთად, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება, ყველაზე დიდი მიღწევა, რასაც შეიძლება ხაზი გავუსვათ, გახლავთ ის, რომ როგორც ქართული ოცნების წევრებმა, ისე საზოგადოებამ მოახერხა და ისწავლა კარგი ანალიზის გაკეთება, ობიექტური ანალიზის გაკეთება, კრიტიკული აზროვნების განვითარება. ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს…
ჩვენმა საზოგადოებამ მაქსიმალურად აიღო ხელისუფლება ხელში, რაც გამოიხატება სწორედ რომ არჩევნებში სწორი პოზიციის დაფიქსირებით. ჩვენ მივიღეთ ის შედეგები, რაც გვაქვს დღეს და წარმატება გვაქვს ყველა მიმართულებით, შთამბეჭდავი წარმატებები გვაქვს ქვეყნის განვითარების. როგორი განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს დღეს ჩვენი ოპონენტებისგან, თუ ის არ იქნება ობიექტური, ქართული საზოგადოება მასზე, როგორც წესი, რეაქციას არ აკეთებს. აი, ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა…





