დონალდ ტრამპი

ტრამპი: ვთხოვ უდანაშაულო პალესტინელებს, ღაზას ეს ნაწილი დატოვონ, ჰამასს ბოლო შანსს ვაძლევთ

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Andrew Harnik/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰამასს დანებებისთვის ბოლო შანსი მისცა, ხოლო მშვიდობიან მოსახლეობას საშიში ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.

"მე ვთხოვ ყველა უდანაშაულო პალესტინელს, დაუყოვნებლივ დატოვონ სამომავლოდ დიდი პოტენციური სიკვდილის ეს ნაწილი და ღაზაში უფრო უსაფრთხო ნაწილებისკენ წავიდნენ. ყველა თქვენგანზე იზრუნებენ ისინი, ვინც დასახმარებლად გელოდებიან. თუმცა, ჰამასისთვის საბედნიეროდ, მათ ბოლო შანსს ვაძლევთ!

7 ოქტომბრის თავდასხმაზე პასუხად, უკვე მოკლულია ჰამასის 25 000 "ჯარისკაცი". დარჩენილთაგან უმეტესობა ალყაშემორტყმული და სამხედრო გზით მომწყვდეულია, და ელოდებიან ჩემი მხრიდან სიტყვას, "მიდით," რათა მათი სიცოცხლე სწრაფად მოისპოს. რაც შეეხება სხვებს, ჩვენ ვიცით, სად და ვინ და ვინ ხართ, და თქვენზე ინადირებენ და მოგკლავენ" – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში Truth Social.

გარდა ამისა, ტრამპმა განცხადებაში ისრაელელი მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ასევე დაღუპულთა სხეულების დაბრუნება მოითხოვა.

29 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა და ჰამასის ლიდერებს პასუხის გაცემისთვის რამდენიმე დღე მისცა. ტრამპის წინადადება ძალაში 4 ოქტომბრის 18:00 საათამდეა.

კომენტარები