რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

გირკინი: სამწუხაროდ, უკრაინასთან ომში სწრაფი გამარჯვების პერსპექტივას ვერ ვხედავ

წავიკითხე ტრამპის უკანასკნელი განცხადება, სადაც ამტკიცებს, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის დამარცხება, რადგან რუსეთი აღმოჩნდა "ქაღალდის ვეფხვი" ყველა იმ სხვა ეპითეტთან ერთად, რაც მან ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენა. სამწუხაროდ, არ შემიძლია არ დავეთანხმო რიგ საკითხებზე. მართლაც, მოხერხება უნდა, სამნახევარი წელი ებრძოლო ქვეყანას, რომელიც ყველას ეგონა რომ სამ დღეში, ან სამ კვირაში მაინც დაეცემოდა. განსაკუთრებით მოულოდნელია ქვეყნისგან, რომელსაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს, ასეთი ხანგრძლივი სამხედრო ისტორია, სამხედრო ტრადიცია და დიდი ჯარი. [...] ჯამში, ჩემი შეფასებით სიტუაცია უკიდურესად მძიმეა და მუდმივად უარესდება. სამწუხაროდ, უკრაინასთან სწრაფი გამარჯვების პერსპექტივას ვერ ვხედავ.

პატიმრობაში მყოფ რუსი ულტრანაციონალისტისა და თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი ე.წ. თავდაცვის მინისტრის, იგორ გირკინის (სტრელკოვი) ცოლი მის Telegram არხზე გირკინის კომენტარს აქვეყნებს რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. 

კომენტარები