რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ვენსი: იმედია, რუსები გამოფხიზლდებიან და ბრძოლის ველზე რეალობას დაინახავენ

რუსები უნდა გამოფხიზლდნენ და რეალობა მიიღონ. ბევრი ადამიანი იღუპება, ამის შედეგად კი ბევრს ვერაფერს მიაღწიეს. კიდევ რამდენი ადამიანის დაკარგვისთვის არიან მზად? კიდევ რამდენი ადამიანის მოკვლისთვის არიან მზად [ბრძოლის] ველზე ძალიან მცირედი, ან საერთოდ ვერავითარი, წინსვლისთვის? [...] ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობის მიღწევისთვის მუშაობას და იმედია, რუსები გამოფხიზლდებიან და ბრძოლის ველზე რეალობას დაინახავენ.

[...] ჩემი აზრით, [ბრძოლის] ველზე რეალობა შეიცვალა, სადაც რუსები ბევრ ადამიანს კლავენ და ბევრ ადამიანს კარგავენ, შედეგად კი ბევრს ვერაფერს მიაღწიეს. ჩვენ მშვიდობისადმი ერთგულები ვართ, მაგრამ ამისთვის ორი მხარეა საჭირო. სამწუხაროდ, რაც ბოლო კვირების განმავლობაში ვიხილეთ არის ის, რომ რუსები უარს ამბობენ ნებისმიერ ორმხრივ შეხვედრაზე უკრაინელებთან, უარს ამბობენ სამმხრივ შეხვედრაზე, სადაც პრეზიდენტი ან ადმინისტრაციის სხვა წევრი შეძლებდა რუსებთან და უკრაინელებთან ერთად შეხვედრას.

თქვა აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში.

კომენტარები