ივანიშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის თქმით, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე, ნიუ-იორკში ვიზიტის დროს, აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა და უთხრა, რომ "დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს".
ყაველაშვილის ცნობით, ტრამპი დაჰპირდა, რომ დაუკავშირდება.
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
"საზოგადოებას ალბათ ვახშამი აინტერესებს, რომელიც გამართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, სადაც მოხდა ჩვენი შეხვედრა. მას განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს. დამპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას და დამიკავშირდება. დაველოდოთ მის პასუხს. გვქონდა სხვა არაერთი სხვა შეხვედრაც ადმინისტრაციასთან, ვაჭრობის მდივანთან". - თქვა ყაველაშვილმა.





