გუშინ, რუსთაველის გამზირზე დაკავებული ისაკო დევიძის ადვოკატის თქმით, იგი იმყოფება დუშეთის იზოლატორში და ბრალის წარდგენას ელოდება.
ისაკო დევიძე პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის და გზის გადაკეტვისთვის დააკავეს.
"გუშინ ვიყავი დუშეთის იზოლატორში ისაკო დევიძესთან. ის არის მხნედ. ფიქრობს, რომ უნდა იბრძოლოს ბოლომდე. დაკავებულია პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის და ასევე გზის გადაკეტვისთვის. ის თვლის, რომ არ არის დამნაშავე, თუმცაღა თვლის, რომ უფრო მეტი წინააღმდეგობა უნდა შევუქმნათ რეჟიმს გინდაც 4 ოქტომბრამდე და სულ, მუდმივად უნდა იყოს წინააღმდეგობა რეჟიმთან. მიყვებოდა პოლიციას, მაგრამ მაინც ძალისმიერად მოხდა მისთვის ბორკილების დადება. კისერი ცოტა დაწითლებული აქვს ამ ჭიდაობის შედეგად, თუმცაღა ველოდებით სასამართლოს, რომელიც იქნება, დაახლოებით, ორი დღის განმავლობაში. სავარაუდოდ, ადმინისტრაციულია ბრალი" - თქვა ადვოკატმა, ფიქრია მახარაძემ.





