პარლამენტთან აქტივისტი ისაკო დევიძე დააკავეს. ამის ამსახველ მასალას Facebook-ზე გირჩი-მეტი თავისუფლების წევრი, გელა ხასაია ავრცელებს.
ერთ-ერთი პოლიციელი ვიდეოში ამბობს, რომ დევიძე გზის გადაკეტვას ცდილობდა და ის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.
დამატებითი დეტალებისთვის ტაბულა შსს-ს დაუკავშირდა და უწყებისგან პასუხს ელოდება.





