ოკუპირებული აფხაზეთი-სირია

ოკუპირებულ აფხაზეთს სირიასთან საზღვაო და საჰაერო მიმოსვლის დამყარება უნდა

თეიმურაზ მიქვაბია  

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა, თეიმურაზ მიქვაბიამ რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან საუბარში თქვა, რომ განიხილავენ სირიასთან პირდაპირი საზღვაო მიმოსვლის შესაძლებლობას და მომავალში საჰაერო კავშირის საკითხის წამოყენებასაც აპირებენ.

"ჩვენ უკვე ხელმოწერილი გვაქვს რიგი შეთანხმებები ხელისუფლებებისა და უწყებების დონეზე, კოლეგებთან ერთად განვიხილავთ სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირების საკითხსაც. მომავალში, რა თქმა უნდა, წამოვჭრით საჰაერო მიმოსვლის საკითხს, რადგან დამასკოში აეროპორტი ფუნქციონირებს... მგონია, რომ პირდაპირი საზღვაო მიმოსვლის შესაძლებლობა ჩვენსა და სირიის პორტებს შორის დაგვეხმარება ჩვენც და სირიულ მხარესაც." - თქვა მიქვაბიამ.

მიქვაბიამ ასევე აღნიშნა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლობამ მონაწილეობა მიიღო დამასკოს 62-ე საერთაშორისო ბაზრობის ღონისძიებაში.


სირია იმ მცირე ქვეყნების სიაში შედის, რომელსაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული. ეს 2018 წელს, ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დროს მოხდა. 2020 წელს აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა სირიაში ე.წ. საელჩო გახსნა.

2025 წლის იანვარში, ასადის ხელისუფლების დამხობიდან მცირე ხნის შემდეგ ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ:  კოალიციამ ცვლილებისთვისერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამძლიერმა საქართველომ და პარტიამ გახარია-საქართველოსთვის სირიის ახალ მთავრობას მიმართა თხოვნით, რომ უკან წაეღოთ ოკუპირებული აფხაზეთის აღიარება.

2025 წლის მაისში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა X-ზე დაწერა, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა გაეუქმებინა ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო მინისტრი, სერგეი ბარციცი სირიაში 2025 წლის ივნისში ჩავიდა.

 

კომენტარები