კრიმინალი

ნებართვის გარეშე სისტემატურად ცვლიდნენ ვალუტას - საგამოძიებომ 2 პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, დაკავებულია ორი პირი. 

დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, სისტემატურად ახორციელებდნენ ვალუტის გაცვლით ოპერაციებს. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ქართული და უცხოური ვალუტა. კერძოდ, ჯამში ამოღებულია: 4 034 ლარი, 2 617 აშშ დოლარი, 270 ევრო, 257 834 რუსული რუბლი და 87 301 სომხური დრამი." - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით

 

კომენტარები