ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ, აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მისწერა, მას შემდეგ, რაც რამდენი დღეა ამერიკა თავს ესხმის ვენესუელის ხომალდებს. წერილში მადურო აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენელ რიჩარდ გრენელთან პირდაპირ მოლაპარაკებებს სთავაზობს ტრამპს.
წერილი ვენესუელის ვიცეპრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა Telegram-ზე გამოაქვეყნა. ამასთანავე, წერილის არსებობა CNN-ს ამერიკელმა ოფიციალურმა პირმაც დაუდასტურა.
წერილში მადურო ნარკოტრეფიკინგში მონაწილეობას და ბრალდებებს "სხვადასხვა მედია საშუალებით გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას" უწოდებს. მადურო ტრამპს "პირდაპირ და გულწრფელ" მოლაპარაკებებს სთავაზობს.
21 სექტემბერს ტრამპა მადუროსგან წერილის მიღება უარყო და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ვნახავთ, რა მოხდება ვენესუელასთან".
გრენელის წარმომადგენელმა და ვენესუელის მთვარობის სპიკერმა წერილზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. მანამდე, 16 სექტემბერს, გრენელმა ღიად მოუწოდა სახელმწიფოებს სიტუაციის განმუხტვისკენ. მისი აზრით, აშშ-სა და ვენესუელას შორის ომის თავიდან აცილების მიზნით, "შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია".
ცნობისთვის, 2 სექტემბერს აშშ-მ კარიბის ზღვაში ვენესუელადან მომავალ ხომალდზე იერიში მიიტანა. აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განმარტებით, ხომალდი ნარკოტიკის უკანონო ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა. მსგავსი იერიში აშშ-მ 16 სექტემბერსაც განახორციელა.
პირველი იერშის შემდეგ CNN-ს აშშ-ს ადმინისტრაციის რამდენიმე წყარო უყვებოდა, რომ ნიკოლას მადუროს რეჟმის დასასუსტებლად ტრამპი ვენესუელის ტერიტორიაზე სხვადასხვა სამხედრო მოქმედებების განხორციელებას განიხილავდა.
ვენესუელის სანაპიროსთან, საერთაშორისო წყლებში, განლაგებულ სამხედრო ხომალდებს, რომლებსაც ზურგს პუერტო რიკოში გაგზავნილი F-35 ტიპის გამანდგურებლები უმაგრებენ, შეერთებული შტატები ანტინარკოტიკულ ოპერაციას უწოდებს.





