აშშ ახლო აღმოსავლეთში

აშშ-ს არმიის თქმით, სირიაში რეიდისას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

აშშ-ს სამხედრო ბაზა ჩრდილოეთ სირიაში, 2018 წ.
REUTERS/Rodi Said

19 სექტემბერს აშშ-ს არმიამ განაცხადა, რომ სირიაში ჩატარებული რეიდის შედეგად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს. 

მანამდე ერაყის კონტრტერორისტულმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით საერთაშორისო კოალიციასთან თანამშრომლობით, სირიაში ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს. 

აშშ-ს არმიის განცხადების მიხედვით, რეიდის დროს ომარ აბდულ კადერი მოკლეს, რომელიც "აშშ-ზე თავდასხმას ცდილობდა." 

თავის მხრივ, ერაყული უწყების ცნობით, ISIS-ის წევრი, რომელიც "აბდულ რაჰმან ალ-ჰალაბის" სახელით იყო ცნობილი, დაჯგუფების საგარეო ოპერაციებისა და უსაფრთხოების უფროსი იყო. 

ერაყის კონტრტერორისტული სამსახურის ინფორმაციით, მას ბრალად ედებოდა რამდენიმე ქვეყანაში თავდასხმებისთვის ზედამხედველობა, მათ შორის ლიბანში ირანის საელჩოს დაბომბვა და ევროპასა და აშშ-ში სხვა ოპერაციების დაგეგმვა, რომელთა ჩაშლაც სადაზვერვო სამსახურების მეშვეობით მოხერხდა. 

კომენტარები