თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ბეთანიაში სათხილამურო ტრასა გაკეთდება.
"საუბარია ნახევარკილომეტრიან სათხილამურო ტრასაზე [...] ამ ტრასას 85-მეტრიანი ვარდნა აქვს, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა ისრიალოს [...] ყველაფერი მოწესრიგდება. იქნება ხელოვნური გათოვლიანება, ახალი საბაგირო. ირგვლივ ტერიტორიაც განვითარდება, თავისი კაფე-ბარებითა და ყველაფრით. გვინდა, დამწყებებისთვის მოძრავი ხალიჩაც დავამონტაჟოთ. ღამის განათებაც იქნება, რომ სრიალი ღამეც შესაძლებელი იყოს". - თქვა კალაძემ.
კალაძის თქმით, სამუშაოები მალე დაიწყება.
"პირველი, უშუალოდ პროექტს გავაკეთებთ, რომ შემდეგ სამუშაოებზე ტენდერი გამოვაცხადოთ". - თქვა კალაძემ.





