რადიკალიზმის გაღვივევბის ყველა მცდელობა არის დაკავშირებული უცხოურ სპეცსამსახურებთან, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. რა თქმა უნდა, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ბოლომდე იქნება ფხიზლად და ყურადღებით იმისთვის, რომ ჩვენ გარე დაფინანსებით, გაუმჭვირვალე დაფინანსებით არავის მივცეთ პროცესების რადიკალიზაციის შესაძლებლობა.
თქვენ ხედავთ, რომ უცხოური სპეცსამსახურები ადამიანებს უმახინჯებენ სულს, ადამიანებს უმახინჯებენ სახეს, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა...
უცხოური სპეცსამსახურები არიან დაკავებული საქართველოში ადამიანების სხვა მიმართულებით განვითარებით, არასწორი მიმართულებით განვითარებით.
თქვენ ნახეთ ქართველი ლიბერალები და შეგიძლიათ, შეადაროთ ისინი მაგალითად, ამერიკელ ლიბერალებს, ზუსტად ერთი და იგივე სახეები არიან, ზუსტად ერთი და იგივე ნიშნით გამოირჩევიან ისინი, რომ მათ ჯიში აქვთ დაკარგული, ეს ძალიან სამწუხაროა, ამიტომ, ჩვენ ყველანაირად უნდა აღვუდგეთ წინ ლიბერალიზმის, ამ ფსევდოლიბერალიზმის...





