რეკლამა

კახეთში ახალი სასტუმრო აგარანის მამული გაიხსნა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი რეგიონების გაძლიერებას და ტურიზმის მხარდაჭერას კვლავ აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, კახეთში, სოფელ რუისპირში, ახალი სასტუმრო აგარანის მამული გაიხსნა. 

პროექტის ჯამური ღირებულება 6 მლნ. დოლარია. ბანკის ინვესტიცია კი 2 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც სასტუმროს მშენებლობასა და სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა. 

პროექტი ერეკლე II-ის საზაფხულო რეზიდენციის მიმდებარედ აშენდა. 56-ნომრიანი სასტუმრო ნომრების გარდა, ბიბლიოთეკას, საცურაო აუზს, ლაუნჯებს, ვერანდას, რესტორანს, საკონფერენციო და ღონისძიებებისთვის სხვადასხვა სივრცეს აერთიანებს.  

"სასტუმრო განთავსებულია ტყის პირას, ზღვის დონიდან 800 მ-ზე. ტყიდან მონაბერი სიო, ზაფხულში განსაკუთრებულ გრილ კლიმატს განაპირობებს.   1,5 ჰა-ზე განთავსებულია სასტუმრო და ვენახი, ხოლო დანარჩენ 6,5 ჰა-ზე, სამომავლოდ ვილები აშენდება, რომელთაც Room Service მომსახურება ექნებათ. გვჯერა, რომ სასტუმრო თავისი უნიკალური ადგილმდებარეობით, კავკასიონის თვალწარმტაცი ხედებითა და მწვანეში ჩაფლული ზონებით ბევრ საერთაშორისო თუ ადგილობრივ სტუმარს უმასპინძლებს“, - განაცხადა აგარანის მამულის დირექტორმა, გიორგი ქოჩლაძემ 

"საქართველოს ბანკი მრავალი წელია, სტუმარ-მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას უჭერს მხარს და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის მხარდამჭერები ვყოფილვართ. რეგიონებში ტურიზმის განვითარება კი ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ კახეთის რეგიონს კიდევ ერთი უნიკალური სასტუმრო შეემატა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და  ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების გაძლიერებას“, - განაცხადა ლალი ყელაურაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

კომენტარები