ივანიშვილის პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობა რთველს წელსაც დაასუბსიდირებს. დეტალებზე კობახიძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მევენახეობა-მეღვინეობის მხარდაჭერას და ამ კუთხით, ეს წელიც არ იქნება გამონაკლისი.
სახელმწიფო საწარმო მოსავლის მართვის კომპანია კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს ჩაიბარებს - 1.5 ლარად, რქაწითელისგან გათვალისწინებულ საღვინე ჯიშებს - 1.2 ლარად, ხოლო არაკონდიციურ და დაზიანებულ ყურძენს - 1 ლარად" - თქვა კობახიძემ.
ივანიშვილის პრემიერმა წლევანდელ საპროგნოზო მოსავალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს მოსავალი "200-250 000 ტონა" იქნება.
"გაგრძელდება ის მიდგომა, რომელიც წინა წლების განმავლობაში მოქმედებდა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მევენახეობისა და მეღვინეობის მხარდაჭერისთვის ჩვენს ქვეყანაში. წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი იქნება 200-250 000 ტონა და იმისათვის, რომ დროულად დაბინავდეს მოსავალი, რთველის საკოორდინაციო შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. მადლობა მინისტრ დავით სონღულაშვილს რთველთან დაკავშირებული სამუშაოების სათანადოდ ორგანიზებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





