კრიმინალი

წითელ ხიდთან 500-ევროიანი ყალბი კუპიურები გაასაღეს - პოლიციამ 2 პირი დააკავა

shutterstock

სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, მარნეულში აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1966 წელს დაბადებული ჯ.მ. და 1993 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წითელი ხიდის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში 7 ყალბი 500-ევროიანი კუპიურა გაასაღეს. სამართალდამცველებმა ყალბი კუპიურები  ნივთმტკიცების სახით ამოიღეს" - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები