კრიმინალი

შსს: თბილისში კაცი ცივი იარაღით დაჭრეს - ბრალდებული დაკავებულია

თბილისში, 1988 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1977 წელს დაბადებულ დ.ა.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულმკერდისა და მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

პოლიციამ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მ.ა. ბრალდებულის სახით დააკავა" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები