საქართველოს ფოსტა

ლევან ჩიკვაიძე საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელი აღარ იქნება – მას გიორგი ერაძე შეცვლის

საქართველოს ფოსტას ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს - პოსტზე გიორგი ერაძე დაინიშნა. 

გიორგი ერაძემ კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ლევან ჩიკვაიძე შეცვალა, რომელიც პოსტს 2012 წლიდან იკავებდა. 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ფოსტის ახალ გენ-დირექტორს საექსპედიტორო მომსახურების სფეროში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. BMG-ს ინფორმაციით, ერაძე ამ დრომდე კერძო ლოგისტიკურ კომპანია სფეის ექსპრესს ხელმძღვანელობდა. 

კომენტარები