ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება რეჟიმის მიერ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებას.
“7-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღება საქართველოში დემოკრატიის მოშლის კიდეც ერთი ნაბიჯია და ძლიერ დარტყმას აყენებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ ორგანიზაციების გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოთი სარგებლობდნენ” — წერია სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, 27 აგვისტოს ივანიშვილის სატელიტი, ვატო შაქარაშვილის მოძრაობის მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რეჟიმმა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა - საუბარია ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე.
დაყადაღებულია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, დემოკრატიის მცველების, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას, საფარისა და სოციალური სამართლიანობის ცენტრის.





