უაქციზო თამბაქო

შემოიტანეს 1 200 კოლოფი უაქციზო თამბაქო – შსს-მ უმცროსი ინსპექტორი და კიდევ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ჯგუფურად შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით გენინსპექციამ 2 პირი დააკავა, მათ შორის სასაზღვრო პოლიციის ინსპექტორი. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის, N1 სამმართველოს (ბათუმი), მობილური ოცეულის II ჯგუფის უმცროსმა ინსპექტორმა, 1975 წელს დაბადებულმა ბ.ბ-მ, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ მოქალაქე, 1962 წელს დაბადებულ ჯ.ლ-სთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე, სარფის სასაზღვრო გამშვები-პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოიტანა ZUMERRET-ის ფირმის 1 200 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი, რომლის ნაწილი შემდგომი რეალიზაციის მიზნით შეინახეს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარედ, მათ სარგებლობაში არსებულ კომერციულ ფართში, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ბ.ბ-ს და ჯ.ლ-ს პირადი და კომერციული ფართის ჩხრეკების შედეგად ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები