არასამთავრობო ორგანიზაციები

იუკნევიჩიანე 7 NGO-ს ყადაღაზე: ვერ დავუშვებთ, რომ საქართველო დავიწყებას მიეცეს

ქართული ოცნება აძლიერებს მშვიდობიანი დემონსტრანტების რეპრესიას.

თბილისის სამოქალაქო სასამართლომ მომიტინგეებისთვის საბაზისო დამცავი აღჭურვილობის მიცემისთვის "საბოტაჟზე" ფიქციური გამოძიების ფარგლებში 7 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა.

ევროპარლამენტმა განსაზღვრა, თუ როგორი პასუხი უნდა ჰქონდეს EU-ს. 

ვერ დავუშვებთ, რომ საქართველო დავიწყებას მიეცეს.

წერს ლიტველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე X-ზე.

ივანიშვილის სატელიტი, ვატო შაქარაშვილის მოძრაობის მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რეჟიმმა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა - საუბარია ე.წ საბოტაჟის საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე.

კომენტარები