ნორვეგია-უკრაინა

ნორვეგია უკრაინის დასახმარებლად $8 მილიარდის გამოყოფას განიხილავს

ნორვეგიის პრემიერმინისტრი იონას გარ სტიორე კიევში

ნორვეგია უკრაინის დასახმარებლად $8 მილიარდის გამოყოფას განიხილავს.

ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერმინისტრმა, იონას გარ სტიორემ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს ილაპარაკა:

"ნორვეგიის მთავრობა გეგმავს გააგრძელოს უკრაინის დახმარება, საუბარია ჯამში 85 მილიარდ ნორვეგიულ კრონაზე (დაახლოებით $8.4 მილიარდი). ეს არის კრიტიკული დრო უკრაინისთვის. სანამ მსოფლიოში მიდის მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტაზე, უკრაინაში ომი გრძელდება".

სტიორეს თქმით, დახმარების პაკეტი, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო საჭიროებებს მოხმარდება.

დახმარების გაცემა 2026 წლისთვის იგეგმება. პრემიერმინისტრის წინადადება ნორვეგიის პარლამენტმა უნდა განიხილოს.

24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინა საჰაერო თავდაცვის სისტემების შესაძენად ნორვეგიისგან $700 მილიონს მიიღებს.

კომენტარები