მდინარე სუფსაში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს - ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მაშველები მოზარდს რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. თავდაპირველად, ადგილობრივმა გამოცემა გურიის მოამბემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 15 წლის მოზარდი მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ის დინებამ წაიღო.





