რუსული რეჟიმი

სანიკიძე: როცა ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, N5 დაუბრუნდება მის პატრონს

ჩვენ ამ ბრძოლაში ვართ უკომპრომისოები და შეუპოვრები - ჩვენთვის ციხე არ არის საფრთხე, ჩვენ საკუთარი სიცოცხლით და ჯანმრთელობით ვრისკავთ - ჩვენ ნამდვილად ვერ ვიქნებოდით გამოკიდებული საარჩევნო ნომერზე.

თუ უნდათ "ხუთიანის" წაღება, შეუძლიათ წაიღონ და დააბინაონ შესაბამის ადგილზე.

როდესაც ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება, "ხუთიანი" დაუბრუნდება მის პატრონს. იქამდე კი, "ქართული ოცნება" თავის რუსულ სპეცოპერაციაში "ხუთიანს" ვის მიანიჭებს, ცოტა არ იყოს და ფეხებზე გვკიდია"

თავის დროზე ჩვენ ცესკო-ს ფორმალურად მივმართეთ, რომ "ხუთიანის" ბედი ყოფილიყო ჩვენს ხელში, მაგრამ, რადგან გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას ხუთიანი აახიონ", შეუძლიათ წაიღონ და დააბინაონ იქ, სადაც სხვა დოკუმენტების შენახვაც მოუწევთ, მათ შორის იმ კომისიის დასკვნის, რომლის გამოქვეყნებასაც სექტემბერში აპირებენ.

- თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ლევან სანიკიძემ IPN-ის ცნობით.

ცნობისთვის, კოალიციამ "ცვლილებისთვის“ და " ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ", თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე ცესკოსთვის არმიმართვის გამო, საარჩევნო ნომრები დაკარგეს.

წილისყრის მიხედვით, საარჩევნო ნომერი 4 პარტია "ქართველ ერთობას", ხოლო საარჩევნო ნომერი 5 პარტია "ჩვენი გაერთიანებული საქართველო“-ს ერგო.

კომენტარები