განზრახ მკვლელობა

პირმა, რომელმაც შიდა ქართლში ერთი ადამიანი მოკლა, შსს-ს 2 თანამშრომელი დაჭრა

პირმა, რომელმაც შიდა ქართლში ერთი ადამიანი მოკლა, ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებსაც გაუხსნა და ორი მათგანი დაჭრა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტაბულას შინაგან საქმეთა სამინიტროში უდასტურებენ.

"შიდა ქართლის რეგიონში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დანაშაულის ჩამდენმა პირმა, შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადებული სამართალდამცველების მისამართითაც განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც დაჭრილია შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი. ერთ-ერთ მათგანს ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება, ხოლო მეორე სამართალდამცველი გადაყვანილია კლინიკაში. დანაშაულის ადგილზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დამატებით დეტალებს მოგვიანებით გავავრცელებთ." - განაცხადა შსს-მ.

უწყებაში მხოლოდ იმას გვიდასტურებენ, რომ 1 პირია გარდაცვლილი, თუმცა მისი ვინაობის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. 

ადგილობრივი გამოცემა მოზაიკას ინფორმაციით, მოკლული ქარელის მერის წარმომადგენლის ძმაა.

კომენტარები