Financial Times-თან ინტერვიუში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ თქვა, რომ ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებების განახლებამდე აშშ-მ ირანს იერიშებით მიყენებული ზიანი უნდა აუნაზღაუროს.
"მათ უნდა ახსნან, რატომ დაგვესხნენ თავს მოლაპარაკებების მიმდინარეობისას და უნდა გარანტია მოგვცენ, რომ ამას არ გაიმეორებენ. მათ ასევე უნდა აანაზღაურონ ის ზიანი, რაც ირანს მიაყენეს" – ამბობს არაღჩი.
21 ივლისს Truth Social-ზე გავრცელებულ პოსტში აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც Fox News-ს განუცხადა, რომ ირანი ურანის გამდიდრების პროგრამაზე უარს არ იტყვის, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს დარტყმების შედეგად თეირანის ბირთვული ობიექტები "მძიმედ დაზიანდა".
არაღჩის სიტყვების ციტირებისას ტრამპი ირანს განმეორებითი მიტანით დაემუქრა იმ შემთხვევაში თუ ეს "საჭირო" იქნება.
ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კითხვაზე არაღჩიმ უპასუხა, რომ "დიახ, ეს შეჩერებულია, რადგან ზიანი სერიოზული და მძიმეა. მაგრამ ცხადია, ჩვენ გამდიდრებაზე უარს ვერ ვიტყვით, რადგან ეს ჩვენი მეცნიერების მიღწევაა და ახლა, ყველაზე მეტად, ეს ეროვნული სიამაყის საკითხია," თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
Fox News-სთან არაღჩის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებასთან დაკავშირებით კი ტრამპმა დაწერა, რომ "რა თქმა უნდა, ასეა, ზუსტად ისე, როგორც მე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავაკეთებთ ამას, თუ საჭირო იქნება!"





