ბალტიის ქვეყნების ეს აკვიატება უკვე სერიოზული აღარც არის. რთულია ახსნა ის განსაკუთრებული აჩემება, რომელიც ქართველი ხალხის მიმართ აქვთ. ფაქტია, ეს არის მათი მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს სამწუხარო რეალობაა, რომელიც დგას. ეს სამი ქვეყანა, რომლებიც წესით კარგად უნდა ხვდებოდნენ თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ზუსტად ეს 3 ქვეყანაა, რომელიც გადაემტერა ქართველ ხალხს.
ეს მხოლოდ კულმინაციაა ამ მტრული პოლიტიკის გამოვლინებისა, წინა წლები გავიხსენოთ, ვინ იყო სააკაშვილის გულშემატკივარი? ბალტიის პოლიტიკური ელიტა. ვინ იყო ვინც ყოველთვის ცდილობდა, რომ აერია სიტუაცია იმ მხრივ, რომ სააკაშვილს, რომ იტყვიან, ცხვირში გვტენიდნენ? იყო ბალტიის ქვეყნების პოლიტიკური ელიტა. ასე რომ, ის რასაც ვხედავთ არის, კულმინაცია იმ ანტიქართული პოლიტიკისა, რომლეიც სამწუხაროდ, ბალტიის ქვეყნებში არის გატარებული.





