იმერეთში, ხონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს, ტაბულას ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.
ადგილობრივი გამოცემა მეგა TV-ს ინფორმაციით, ჩვილი ქუთაისში გადაიყვანეს.





