ლიტვამ რეჟიმის დამატებით 10 წარმომადგენელი დაასანქცირა. ამის შესახებ ინფორმაცია ლიტვის მიგრაციის ელექტრონული სერვისების საიტზე გავრცელდა.
სანქცირებულებს შორის არის ივანიშვილის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი, ასევე ივანიშვილის დეპუტატები, ნინო წილოსანი და მარიამ ლაშხი და მოსამართლეები ნინო გალუტაშვილი, ჯვებე ნაჭყებია, ირაკლი შვანგირაძე, ვიქტორ მეტრეველი; პროკურორი მარი მეშველიანი, ნათია ტატიშვილი, აჭარის მეთაური სულხან თამაზაშვილი.
აღნიშნულ პირებს ლიტვაში შესვლა ეკრძალებათ. აქამდე, ლიტვას უკვე ივანიშვილის რეჟიმს 74 პირი ჰყავდა სანქცირებული.





