გუშინ ღამით უკრაინამ რუსეთი ათამდე რეგიონზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა 105 უკრაინული დრონი მოიგერიეს.
რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხების ცნობით, დრონებით შეტევა განხორციელდა სტავროპოლის მხარის ქალაქ ნევინომისკიში მდებარე ქიმიურ ქარხანა Азот-ზე. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, თავდაცვის ძალებმა 37 დრონი მოიგერიეს.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ბელგოროდის ოლქში 26 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, ბრიანსკში 25, როსტოვში 23, აზოვის ზღვის თავზე 9, კრასნოდარის მხარეში 8, სტავროპოლში 5, კურსკისა და ტამბოვის ოლქებში 3-3, ვორონეჟში 2, ორლოვში კი 1.
ამასთან, ვლადიკავკაზში, გროზნოში, მინერალნიე ვოდიში, ნალჩიკში, სტავროპოლში, ტამბოვსა და სოჭში აეროპორტები დროებით დაიკეტა.





