ანტიკორუფციული ბიურო

საჯარო სექტორში აღმოიფხვრება ნეპოტიზმი და ფავორიტიზმი – კუპრაშვილი მხილების მექანიზმზე

რაჟდენ კუპრაშვილი

ივანიშვილის წარმომადგენლის, რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, "მხილების მექანიზმის" ამოქმედებით საჯარო სექტორში  აღმოიფხვრება ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის ფაქტები. 

კუპრაშვილი ამბობს, რომ ინიციატივა, მათ შორის, მოიცავს საჯარო მოხელისთვის ერთდროულად რამდენიმე საჯარო სამსახურში მუშაობის აკრძალვას. 

"ამ ცვლილებებით საჯარო სექტორებში და მათ შორის, თვითმმართველობებში გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება. რაც ყველაზე მთავარია - აღმოიფხვრება ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის ფაქტები. საერთოდ აიკრძალება, რომ რომელიმე თანამდებობის პირმა რამდენიმე საჯარო სექტორში იმუშაოს. შესაბამისად, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მდგრადობისთვის, ისე გამჭვირვალობისთვის, ანგარიშვალდებულებისთვის. ეს რეფორმები განხორციელდება ზუსტად იმ ფორმით, რაც კანონმდებელმა დააწესა" - თქვა კუპრაშვილმა. 

კომენტარები