ისრაელი-საფრანგეთი

ნეთანიაჰუ: კატეგორიულად ვგმობთ პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილებას, აღიაროს პალესტინა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი (მარცხნივ) და ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ
TRT Global

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, აღიაროს პალესტინის სახელმწიფოებრიობა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ნეთანიაჰუ წერს, რომ ისრაელი ამ გადაწყვეტილებას 7 ოქტომბრის ტერაქტის ფონზე "კატეგორიულად გმობს".

"ასეთი ნაბიჯი ტერორის წახალისებას წარმოადგენს და ირანის კიდევ ერთი მარიონეტული ერთეულის შეიქმნის რისკს ზრდის - ისევე, როგორც ეს ღაზაში მოხდა" - აღნიშნავს ნეთანიაჰუ.

ნეთანიაჰუს თქმით, "არსებული პირობებში პალესტინის სახელმწიფო ისრაელის განადგურების პლატფორმა გახდება".

"მკაფიოდ უნდა ითქვას: პალესტინელები არ ესწრაფვიან სახელმწიფოს ისრაელის გვერდით - ისინი სახელმწიფოს შექმნას ისრაელის ადგილას ცდილობენ" - წერს ისრაელის პრემიერმინისტრი

კომენტარები