ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გვაქვს გაფორმებული ლელოსთან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ და ლელო ერთმანეთს არ შევეწინააღმდეგებით, წინასაარჩევნოდ ერთმანეთს არ დავაზიანებთ.
ვცდილობთ, ორივე პარტია, წინასაარჩევნოდ მოვიპოვოთ კანდიდატებად ადამიანები, რომლებიც იქნებიან პარტიულად და პოლიტიკურად ნეიტრალურები, იმისთვის, რომ ყველა ამომრჩევლის და სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლის გემოვნება დავაკმაყოფილოთ. ამას ვცდილობთ და პრიორიტეტს, რა თქმა უნდა, ნეიტრალურ კანდიდატებს მივანიჭებთ.
[...] 4 სექტემბრამდე ჩვენ ერთმანეთთან კონსულტაციებითაც და ცალ-ცალკეც წარმოვადგენთ ჩვენს კანდიდატებს, რომლებიც იქნებიან ღირსეულები, რათა შევცვალოთ საბოლოოდ ამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, რომელიც ქართული ოცნების პირობებში დადგა. [...] ეს იქნება 4 სექტემბრამდე, იმიტომ, რომ ჩვენ ვიყენებთ მაქსიმალურ ვადას.
არ ვიცი, როდის იქნება ეს, აგვისტო იქნება, სექტემბერი იქნება, მთავარია ის, რომ ჩვენ 4 სექტემბრამდე ვიყენებთ ვადას, რომ საუკეთესოზე საუკეთესო კანდიდატები შევარჩიოთ და ეს ჩვენთვის არის, პირველ რიგში, ნეიტრალური კანდიდატები, რომლებიც მისაღებები იქნებიან საზოგადოების სხვადასხვა წევრისთვის და თემისთვის.
2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
ხვედელიანი: 4 სექტემბრამდე წარვადგენთ კანდიდატებს, რომლებიც იქნებიან ღირსეულები





