ბათუმი მოლში საფრთხის შესახებ მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია - ამის შესახებ ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ეუბნებიან.
უწყების ცნობით, ბათუმი მოლი ამ წუთებში იხსნება და მუშაობას განაგრძობს.
მოლში სუს-ი უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებდა.
"საფრთხის შესახებ მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ, ბათუმი მოლში მიმდინარეობს უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები" - თქვეს სუს-ში.





