გერმანია

გერმანიაში უცნობი პირი მატარებლის მგზავრებს ნაჯახით თავს დაესხა, არიან დაშავებულები

გერმანიაშია, ბავარიის რეგიონში, უცნობი პირი მატარებლის მგზავრებს ნაჯახით თავს დაესხა.

სამართალდამცავების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი.

შემთხვევა სტაუბლინგისა და პლატლინგს შორის სარკინიგზო მონაკვეთზე მოხდა. მატარებელი ავსტრიის დედაქალაქისკენ მიემგზავრებოდა.

პოლიციის ანგარიშის მიხედვით, თავდასხმის მომენტში მატარებელში 500 მგზავრი იმყოფებოდა.

ადგილზე გამოძახებულია პოლიცია, სახანძრო სამსახური და სასწრაფო დახმარების მანქანები, რკინიგზის მონაკვეთი ამ დროისთვის დაკეტილია. 

ზუსტად არ არის ცნობილი თავდამსხმელის მოტივი და ვინაობა.

კომენტარები