რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინის დასახმარებელ დრონების საერთაშორისო კოალიციას თურქეთი და ბელგია შეუერთდნენ

ლატვიის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დრონების საერთაშორისო კოალიციას ბელგია და თურქეთი შეუერთდნენ. კოალიცია, რომლის სათავეში ლატვია და გაერთიანებული სამეფო არიან, უკვე 20 სახელმწიფოს აერთიანებს, ხოლო მიზანი უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ ომში დრონების მიწოდებაა. 

"ახალი მოკავშირეების გაწევრიანება საშუალებას მოგვცემს უკრაინას აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლის ველზე საჭირო დახმარება უფრო მიზნობრივად და ეფექტურად მივაწოდოთ, ასევე გავაძლიეროთ ჩვენი და მოკავშირე სახელმწიფოების თავდაცვის ინდუსტრიები" – ამბობს ლატვიის თავდაცვის მინისტრი, ანდრიუს სპრუდსი.

ბელგიამ და თურქეთმა ალიანსის წევრობის შესახებ განაცხადი ივნისის დასაწყისში შეიტანეს.

ამჟამად კოალიციის წევრები არიან ლატვია, გაერთიანებული სამეფო, უკრაინა, ავსტრალია, ჩეხეთი, დანია, საფრანგეთი, ესტონეთი, იტალია, ახალი ზელანდია, კანადა, ლიტვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, თურქეთი, გერმანია და შვედეთი.  

კოალიციის წევრებმა  2025 წელს უკრაინისთვის 2.75 მილიარდის ოდენობის დახმარების პირობა დადეს. 

კომენტარები