სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -0.01% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4%.
საქსტატის ცნობითვე, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, წინა წელთან შედარებით, ფასები 10.1%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.34%-ით აისახა, მათ შორის ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:
- ბოსტნეული და ბაღჩეული - 26.3%;
- ზეთი და ცხიმი - 20.6%;
- ყავა, ჩაი და კაკაო - 15.4%;
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 10.3%;
- პური და პურპროდუქტები - 9.6%;
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 8.7%;
- თევზეული - 7.9%;
- რძე, ყველი და კვერცხი - 7.1%;
- ხორცი და ხორცის პროდუქტები - 3.6%;
- ხილი და ყურძენი - 2.7%.
ჯანმრთელობის დაცვა 9.4%-ით გაძვირდა, ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების - 10.4%, საავადმყოფოების მომსახურების - 9.2% და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის - 8.4% ქვეჯგუფებზე.

ბოლო ერთ წელიწადში გაძვირდა:
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 10.1%
- ჯანმრთელობის დაცვა - 9.4%
- სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 6.7%
- სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 6%
- ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 4.6% განათლება - 4.6%
- საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 1%
ბოლო ერთ წელიწადში გაიაფდა:
- კავშირგაბმულობა 13%
- ტრანსპორტი 5.3%
- ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა 1.4%
- ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 0.8%
- დასვენება, გართობა და კულტურა 0.5%
ქვემოც მოცემულ გრაფიკზე აღნიშნულია ინფლაციის მაჩვენებელი 2025 წლის მაისთან შედარებით:






