ახალი სტადიონი თბილისში

თბილისში, ახალი სტადიონი აეროპორტის მიმდებარედ აშენდება

ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 70 000 გულშემატკივარზე გათვლილი ახალი სტადიონი აეროპორტის მიმდებარედ, ლუგარის კვლევით ცენტრსა და შავი ზღვის უნივერსიტეტს შორის აშენდება. 

კობახიძის განკარგულებით, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. 

"ახალი სტადიონი საქართველოს უმაღლესი რანგის საფეხბურთო და სარაგბო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას მისცემს და სპორტის აღნიშნულ სახეობებში დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს.

ამასთან, გარდა სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისა, სტადიონის ბაზაზე მაღალი რანგის საკონცერტო ინფრასტრუქტურა და საკონვენციო ცენტრი  შეიქმნება.

ახალი მულტიფუნქციური სტადიონის კონცეფცია უეფას ექსპერტებთან ერთად მუშავდება". - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

2024 წლის 22 აპრილს კობახიძემ ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა. 

"ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი. სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, კომპლექსურად შეიძლება განვითარდეს ეს ტერიტორია ასეთ  პირობებში. აქვე, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე ახალაშენებულ სტადიონზე" . - თქვა მაშინ ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები