წულუკიანის კომისია

რეჟიმმა გიორგი ვაშაძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა

რეჟიმმა პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერს, გიორგი ვაშაძეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 7 თვით პატიმრობა და 2 წლის ვადით საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა მიუსაჯა.

23 ივნისს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა ლელოს ლიდერებს, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს 23 ივნისს 8-8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ამასთან ერთად, აუკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოიტანა.

ჯაფარიძე და ხაზარაძე პოლიციამ პარტიის ოფისში დააკავა.

ასევე 23 ივნისს იგივე ბრალდებით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები