ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

ზურაბიშვილი: ამ ტიპის რეპრესიები არის ყოველთვის სისუსტის ნიშანი, საწყისი დასასრულის

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარტია ლელოს ლიდერების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის, ასევე პარტია გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისთვის გამოტანილ პატიმრობის განაჩენს გამოეხმაურა და თქფა, რომ "ამ ტიპის რეპრესიები არის ყოველთვის სისუსტის ნიშანი, ეს არის საწყისი დასასრულის".

"პოლიტიკურად ამ ტიპის რეპრესიები არის ყოველთვის სისუსტის ნიშანი, ეს არის საწყისი დასასრულის. ამიტომ, ვიყოთ მხნედ, როგორც არიან მამუკაც და ბადრიც, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, არიან დიდი შემართებით და ასეც იქნებიან. ვიცი, რომ ცოტა მოთმინება გვჭირდება, მაგრამ ეს რეჟიმი არის უკვე მისული იმ ეტაპამდე, როცა უკვე არაფერი ეშველება". - თქვა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა ლელოს ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოიტანა.

8 თვით პატიმრობა იგივე მოსამართლემ დღეს, 23 ივნისს მამუკა ხაზარაძესაც მიუსაჯა.

დღეს იმავე ბრალდებით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა

კომენტარები