ეს სამარცხვინო სპექტაკლი ასე დამთავრდა, მაგრამ არ დამთავრებულა ბრძოლა. ვინმემ არ იფიქროს, რომ ჩემი დაჭერით და ალბათ, ბადრისაც იგივე სასჯელს გამოუტანენ, ვინმემ არ იფიქროს ერთი წამით, რომ ამ ბრძოლას ვინმე უღალატებს, გამორიცხულია. სადაც არ უნდა ვიყოთ, საკანში ვიქნებით თუ გარეთ, ეს ბრძოლა გაგრძელდება.
ყველას მოგიწოდებთ სრული მობილიზაცია გააკეთეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თბილისის დაბრუნება შეგვიძლია ჩვენ თუ ყველა გამოვალთ, ყველა ლიდერი, ყველა პარტიის არის ციხეში, ჩვენ გვაქვს იმის იმედი, რომ ეს საპროტესტო ძალა, რომელიც არსებობს დღეს თბილისში განსაკუთრებით და კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში დაირაზმება და ამათ გავყრით. დემონტაჟი, დეოკუპაცია უნდა დაიწყოს თბილისიდან - ეს აზრი მქონდა, ეს აზრი მაქვს და ჩვენს მეგობრებს დავუმტკიცებ ციხეში, ზურასაც, ნიკასაც, ნიკასაც, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა. ახლა სახლში ჯდომა, ხელების, ყურების ჩამოყრა არის დანაშაული. ეს უნდა ბიძინას, ამის უფლება არ უნდა მივცეთ, თბილისი უნდა დავიბრუნოთ და დავშალოთ ეს რუსული რეჟიმი და ამას გავაკეთებთ აუცილებლად.





