ისრაელ-ირანის კონფლიქტი

ნეთანიაჰუ: ისრაელს აშშ-ს გარეშე შეუძლია ირანის ყველა ბირთვული ობიექტის განადგურება

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ
Mandel Ngan/AFP via Getty

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელს შეუძლია აშშ-ს დახმარების გარეშე ირანის ყველა ბირთვული ობიექტების განადგურება.

ნეთანიაჰუმ ამის შესახებ ისრაელის ტელევიზიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა ისრაელს ფორდოს ბირთვულ რეაქტორზე იერიშის მიტანა აშშ-ს გარეშე, ნეთანიაჰუმ უპასუხა

"ჩვენ გვაქვს ძალა, გავანადგუროთ ყველა ჩვენი მიზანი, მათი ყველა ბირთვული ობიექტი" – ნეთანიაჰუ პასუხობს კითხვაზე, შეუძლია თუ არა ისრაელს იერიშის მიტანა ირანის ფორდოვის ბირთვულ კომპლექსზე.

გუშინ, 19 ივნისს ნეთანიაჰუმ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა არ გამორიცხა და თქვა, რომ ისრაელის დარტყმებისგან "იმუნიტეტი არავის აქვს". ამის შესახებ მან ისაუბრა ბეერ-შევაში, სოროკას სამედიცინო ცენტრში ვიზიტის დროს. ეს საავადმყოფო აქამდე ირანულმა ბალისტიკურმა რაკეტამ დააზიანა და ხალხი დაშავდა.

"არავის აქვს იმუნიტეტი... ყველა შესაძლებლობა ღიაა... უმჯობესი იქნება, ამასთან დაკავშირებით მედიაში არ ვისაუბროთ." - თქვა ნეთანიაჰუმ.

ამას გარდა, ნეთანიაჰუმ კონფლიქტში აშშ-ს შესაძლო ჩართვაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს პრეზიდენტი დონალდ ტრამპის გადასაწყვეტია.

"ის გააკეთებს იმას, რაც კარგი იქნება ამერიკისთვის და მე გავაკეთებ იმას, რაც კარგი იქნება ისრაელისთვის." - თქვა ნეთანიაჰუმ და დაამატა, რომ ტრამპმა "თამაშის წესები იცის".

კომენტარები