საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 9 790.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.3%-ით მეტია.
აქედან ექსპორტი 2 594.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს [გაიზარდა 14.6%-ით], ხოლო იმპორტი 7 196.1 მილიონ აშშ დოლარს [გაიზარდა 12.8%-ით].
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარ-მაისში, 4 601.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47%-ია.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.7% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 211.2 მილიონი. აშშ დოლარი), აშშ (1 132.8 მილიონი აშშ დოლარი) და რუსეთი (1 055.6 მილიონი აშშ დოლარი).

რაც შეეხება ექსპორტს, 2025 წლის იანვარ-მაისში 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.4% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (567.4 მილიონი აშშ დოლარი), ყაზახეთი (330.6 მილიონი აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (282.3 მილიონი აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარ-მაისში ექსპორტში დსთ-ს ქვეყნების წილი 68.8% იყო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების - 11.7%, დანარჩენი ქვეყნების კი - 19.5%.
2025 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 974.7 მილიონი აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 37.6%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 136.5 მილიონი აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.3%), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 98.4 მილიონი აშშ დოლარით (3.8%).
2025 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 72.2% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (1 095.9 მილიონი აშშ დოლარი), თურქეთი (1 075.1 მილიონი აშშ დოლარი) და რუსეთი (808.6 მილიონი აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარ-მაისში იმპორტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების წილი 24.1% იყო, დსთ-სი - 19%, დანარჩენი ქვეყნების კი - 56.9%.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-მაისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 298.8 მილიონი აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 18% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 494.6 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 6.9%), ხოლო მესამე ადგილზეა სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) 481.2 მილიონი აშშ დოლარით (იმპორტის 6.7%).





