სურსათის ეროვნული სააგენტო

სეს: "სთრით ფუდ 125"-ის საშაურმიდან აღებულ ნიმუშებში სალმონელა აღმოვაჩინეთ

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საშაურმე "სთრით ფუდ 125"-ის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევისას შაურმაში სალმონელა აღმოაჩინეს, რის საფუძველზეც, საშაურმის საწარმოო პროცესი შეჩერებულია.

"სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერა.

თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფმა განახორციელა სახელმწიფო კონტროლი საშაურმეში "სთრით ფუდ 125" (მისამართი; ქ. თბილისი, მტკვრის ქ. N1, ს/კ 405641907).

შემოწმებისას , ინსპექტორებმა, სალმონელაზე კვლევის მიზნით , აიღეს 5 ნიმუში და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. ხუთივე გამოკვლეულ ნიმუშში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი - სალმონელა (SALMONELLA).

შედეგად, საშაურმეში "სთრით ფუდ 125" ჩატარდა არაგეგმური ინსპექტირება, რომლის ფარგლებშიც ასევე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი, შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა" - ვკითხულობთ განცხადებაში. 

სეს-ის ცნობით, ასევე დადგენილია კომპანია, რომელიც საშაურმეს ხორცით ამარაგებდა და კვლევის მიზნით აღებულია ღორის ხორცის ნიმუშები, შედეგები კი საზოგადოებას ეცნობება.

კომენტარები