ირან-ისრაელის კონფლიქტი

IDF: ისრაელის დარტყმების შედეგად ირანის სამხედრო შესაძლებლობები შემცირებულია

ისრაელის შეიარაღებული ძალების (IDF) ცნობით, ირანმა უკანასკნელ ორ დღეში მცირე მასშტაბის რაკეტების გაშვება დაიწყო, რადგან ისრაელის დარტყმებმა მისი შესაძლებლობები შეამცირა.

IDF-ის შეფასებით, ირანი არ ცდილობს რაკეტების შენახვას უფრო ხანგრძლივი ომისთვის, არამედ უჭირს უფრო მასშტაბური იერიშების კოორდინაცია.

ამასთან, ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ირანის სამხედრო ძალების ლიდერების უმრავლესობა ლიკვიდირებულია და ირანის რაკეტების გამშვები პუნქტების 40% განადგურებულია.

როგორც გამოცემა Times of Israel აღნიშნავს კონფლიქტის პირველ დღეებში ირანი ერთდროულად ათობით რაკეტას უშვებდა, ბოლო დღეებში კი თითო იერიშზე მხოლოდ რამდენიმე რაკეტას უშვებს, თუმცა, ამ იერიშების სიხშირე გაზრდილია.

კომენტარები