ლატვიაში აშშ-ს საელჩო საბჭოთა კავშირის მიერ ლატვიის ოკუპაციის დღესთან, 17 ივნისთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ აშშ ლატვიელ ხალხს პატივს სცემს და ხაზს უსვამს, რომ უელსის დეკლარაციის ფარგლებში აშშ-მ ბალტიის ქვეყნების საბჭოთა ანექსია არ აღიარა.
ამის შესახებ საელჩო განცხადებას X-ზე ავრცელებს.
"1940 წლის 17 ივნისს საბჭოთა რეჟიმმა დამოუკიდებელი ლატვიის ოკუპაცია მოახდინა, ამით მოინიშნა ტრაგიკული და სასტიკი თავის დასაწყისი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდა. უელესის დეკლარაციით, აშშ-ს საბჭოთა კავშირის მიერ ლატვიის, ესტონეთისა და ლიტვის ოკუპაცია და ანექსია არასდროს უღიარებია. ლატვიელ ხალხსა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში მათ სიძლიერესა და სიმტკიცეს პატივს ვცემთ". - წერია საელჩოს განცხადებაში.





