თბილისის მერია

თბილისის მერია გმირთა მოედნის ესტაკადის შემოწმებას იწყებს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 19 ივნისიდან გმირთა მოედნის ესტაკადის შემოწმების პროცესი დაიწყება. სამუშაოების გამო, 7 ივლისამდე, 02:00-დან 06:00 საათამდე, დღეგამოშვებით, ესტაკადაზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება. 

"განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხიდების უსაფრთხოების საკითხს, რაც თბილისში შესაბამისი სამსახურების მხრიდან პერიოდულად მოწმდება [...] მიმდინარე ეტაპზე, გეგმური გამოკვლევა-გამოცდის სამუშაოები გმირთა მოედანზე ჩატარდება - ესტაკადებს ჩაუტარდება. ეს პროცესი მოიცავს ესტაკადის კონსტრუქციული ელემენტის ტექნიკურ შემოწმებას. მათი გამძლეობისა და ფუნქციონალურობის შემოწმებას, რაც უსაფრთხოების რისკების დროულად გამოვლენისა და პრევენციისთვის აუცილებელია [...]

სამუშაოები 19 ივნისს დაიწყება და 7 ივლისს დასრულდება. ამ პერიოდში, ღამის 02:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გმირთა მოედნის ესტაკადაზე საავტომობილო მოძრაობა, დღეგამოშვებით, სრულად შეიზღუდება". - თქვა კალაძემ. 

კალაძის განცხადებით, სამუშაოებით დადგინდება, ესტაკადაზე რაიმე გასაკეთებელი ან სარეაბილიტაციო არის თუ არა. 

კომენტარები