ირან-ისრაელის კონფლიქტი

IDF-მა ირანის მაუწყებლის საინფორმაციო ცენტრზე საჰაერო იერიში მიიტანა [VIDEO]

IDF-მა ირანის ისლამური რესპუბლიკის საინფორმაციო ცენტრზე, რომელიც ირანის მაუწყებლის ნაწილია ორშაბათ შუადღეს საჰაერო იერიში მიიტანა.

ცნობისთვის, იერიშამდე IDF-მა თეირანის ნაწილზე, სადაც IRIB (ირანის ისლამური რესპუბლიკის მაუწყებელი)-ის შტაბი მდებარეობს მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.

"ირანული პროპაგანდა და მისი წამახალისებელი მალე გაქრება". - თქვა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა.

მაუწყებელზე იერიშის შემდეგ, IDF-მა განცხადება გამოაქვეყნა.

"სამაუწყებლო ცენტრს, რომელიც შენიღბული იყო როგორც სამოქალაქო სტრუქტურა, შეიარაღებული ძალები სამხედრო ოპერაციებისთვის იყენებდა". – წერია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.


13 ივნისს, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ირანში ათეულობით სამიზნეზე, მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე, იერიშები მიიტანა, რომელთა ფარგლებშიც ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და მეცნიერები დახოცა. 

16 ივნისს, ირანულმა სამთავრობო მედიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დაზვერვის მეთაური, მოჰამად ყაზემი და მისი მოადგილე 15 ივნისს ისრაელის იერიშს ემსხვერპლნენ.  

პარალელურად, 15 ივნისს, ისრაელში ირანის საპასუხო იერიშის შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლების ინფორმაციით გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც, მათ შორის 10 წლის ბიჭი. თავდასხმის შედეგად დაშავდა 140-ზე მეტი ადამიანი.

ირანის თავდასხმამ თელ-ავივში საცხოვრებელი სახლები გაანადგურა.

საცხოვრებელი სახლების ნაგნგრევებში სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარები